logo
ENG



სამი მხარე და დაყადაღებული 60% - რუსთავი 2-ის საქმე კვლავ ევროსასამართლოშია

24 ოქტ 201918:35
3 წუთის საკითხავი
 
y4iscowad895ews.jpg

ბრძოლა რუსთავი 2-თვის კვლავ ევროპულ სასამართლოში გრძელდება. ძმებმა ყარამანიშვილებმა რუსთავი 2-ზე სტრასბურგის გადაწყვეტილების გადასინჯვა დიდ პალატაში მოითხოვეს. ტელეკომპანია საქართველო და ძმები ყარამანიშვილები მიიჩნევენ, რომ ევროპის სასამართლოს პალატამ საკმარისად ვერ დაასაბუთა, რატომ არ დადგინდა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. ამიტომ, ახლა 18 ივლისის  გადაწყვეტილებას დიდ პალატაში ასაჩივრებენ. თუმცა, გადაწყვეტილება ვერ საჩივრდება რუსთავი 2-ის სახელით, რადგან ქართულმა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

პარალელურად გრძელდება დავით დვალისა და ჯარიჯი აქიმიძის ბრძოლა ეროვნულ ინსტანციაში. საქალაქო სასამართლომ რუსთავი 2-ის დამფუძნებლების სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანიის 60 პროცენტს ყადაღა დაადო. დვალი-აქიმიძის  ადვოკატი განმარტავს, რომ ევროპის სასამართლომ სამართლიანი სასამართლოს დარღვევა რომ დაადგინოს, ეს აქიმიძისა და დვალის მოთხოვნას ვერ შეცვლის და შესაძოა, მხოლოდ მოპასუხეთა რაოდენობა გაიზარდოს.

რუსთავი2-ის მხარე კი სატელევიზიო განმარტებებს არ აკეთებს. ტელეკომპანიის დირექტორის და ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პოზიციით, ამ შემთხვევაში მოპასუხე სახელმწიფო, კერძოდ იუსტიციის სამინისტროა, ამიტომ ტელეკომპანიის ყოფილმა მესაკუთრეებმა საკითხი მათთან უნდა გაარკვიონ. კომენტარს არც იუსტიციის სამინისტრო აკეთებს და მხოლოდ განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ რუსთავი 2-ის ყოფილი მესაკუთრეებისთვის არც საკუთრების და არც სამართლიანი სასამართლოს უფლება დარღვეულა.

ევროსასამართლომ სამთვიან ვადაში უნდა გადაწყვიტოს ცნობს თუ არა დასაშვებად რუსთავი 2-ის ყოფილი მესაკურეების მოთხოვნას.

 


close დახურვა