logo
ENG



სამოქალაქო აქტივისტები საკრებულოს წინ აქციებს აანონსებენ

16 დეკ 201919:55
3 წუთის საკითხავი
 
t81dgnz9zpy7vtz.jpg

საკრებულოს ერთდღიანი ვადა აქვს „ქართული ოცნების“ დეპუტატის ერეკლე კუხიანიძისთვის თანამდებობისა და მანდატის ჩამოსართმევად. ულტიმატუმი სამოქალაქო მოძრაობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკრებულოს თავმჯდომარეს და უმრავლესობის დეპუტატებს გადასცეს. მანამდე საკრებულოს წინ ხმაურიანი აქცია მიმდინარეობდა. 

იმ შემთხვევაში, თუ  კუხიანიძეს თანამდებობას არ დაატოვებინებენ, საპროტესტო აქციები საკრებულოს წინ გაგრძელდება. 

შეგახსენებთ, რომ ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის შეურაცხმყოფელი პოსტი რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, რასაც საზოგადოებაში მწვავე რეაქცია მოჰყვა.


close დახურვა