სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტიდან ბიძინა ივანიშვილის სასახლისკენ გადაინაცვლეს და ერთ-ერთ კედელზე გააკეთეს წარწერა ჰეშთეგით „შეცვალე“.
პერფორმანსს აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
„შეცვალეს“ წევრები აპროტესტებენ პარლამენტის გადაწყვეტილებას და ამბობენ, რომ პროპორციული სისტემის ჩავარდნაზე პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილია. ახალგაზრდების თქმით, ისინი პერფორმანსის შემდეგ ისევ აქციას შეუერთდებიან და პერმანენტულად დაიკავებენ პარლამენტის წინ ტერიტორიას.