logo
ENG



სამოქალაქო მოძრაობა რეგიონებში გასვლას იწყებს

19 ნოე 201917:49
3 წუთის საკითხავი
 
awi5cz6o25bg1ej.jpg

"სამოქალაქო მოძრაობა" რეგიონებში გასვლას იწყებს. მოძრაობის ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, რეგიონებიდან დაიწყება "ქართული ოცნების" "ხელისუფლებიდან გაშვების პროცესი". მისივე განმარტებით, საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია თუ რეალურად რას საქმიანობენ მათი მაჟორიტარი დეპუტატები. მისივე შეფასებით, მმართველ პარტიას ლეგიტიმაცია აღარ აქვს და ის საზოგადოებისთვის საშიშ ძალად იქცა.

"დღეიდან ვიწყებთ რეგიონებში გასვლას. სამწუხაროდ რეგიონებიც არ გვაქვს, არ გვაქვს თვითმმართველობები, გვაქვს საფეოდალოები. ჩავალთ და ვეტყვით მოსახლეობას, რომ მათი სიღატაკის მიზეზი კორუმპირებული მაჟორიტარების ბრალია, “ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

 

 

 


close დახურვა