შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1 ადამიანი დააკავა. უწყების თანახმად, ბრალდებულმა სამტრედიაში, 72 წლის მეზობელ ქალს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შსს-ში ამბობენ, რომ დაკავებული 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირია.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში კაცმა მეზობელი გუშინ, 20 აგვისტოს მოკლა.