logo
ENG



სამწუხაროდ, მგონია რომ ისევ უმრავლესობაში მოვალთ - რომან კაკულია

15 ოქტ 201912:11
3 წუთის საკითხავი
 
gb7tgh2reuzmntz.jpg

„ქართული ოცნების“ წევრი რომან კაკულია ოპოზიციასთან კოალიციის აუცილებლობას ვერ ხედავს, რადგან თვლის, რომ მიმდინარე ტეპით, მმართველი პარტია პარლამენტში ისევ უმრავლესობაში მოვა.

ამის შესახებ მან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მოსაზრების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, თუ „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებზე ხმების 45%-ს ვერ აიღებს, კოალიციის შექმნა გართულდება და შესაძლოა, შეუძლებელიც კი გახდეს.

ზოგადად მე თუ მკითხვათ, "ქართულ ოცნებაში" ისეთი ტიპის ცვლილებებია დაგეგმილი, რომელზეც შეიძლება ბევრი არ ვისაუბრო და მეორე მხრივ თუ გავითვალისწინებთ, როგორ მოძრაობს ოპოზიცია, მგონია, რომ სამწუხაროდ, ისევ უმრავლესობაში მოვალთ. სამწუხაროდ იმიტომ, რომ ამ ქვეყანში უნდა შეიცვალოს ეს, მაგრამ იმის მზაობას, რომ კოალიციური მთავრობა შეიქმნას, ვერ ვხედავ,“ - განაცხადა კაკულიამ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ 2020-ის საპარლამენტო არჩევნებზე „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა. ის თვლის, რომ თუ ერთპარტიული უმრავლესობა ვერ შედგა, კოალიცია ისევ ან „ქართული ოცნების,“ ან თეორიულად „ნაციონალური მოძრაობის“ ქვეშ უნდა ჩამოყალიბდეს.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ოპოზიციასთან თანამშრომლობას, კობახიძე აცხადებს, რომ მსგავსი თანამშრომლობა საზოგადოებისთვის ძალიან გაუგებარი იქნება, ამიტომ ის, რაც საზოგადოებისთვის გაუგებარია, არც უნდა შედგეს.

 

 

 


close დახურვა