logo
ENG



სანაია ღარიბაშვილის ბრალდებაზე: უტიფრობის ყველა ზღვარი მოხსნა პრემიერმინისტრმა

26 ივლ 202114:47
3 წუთის საკითხავი
 
გვანცა ნემსაძე/ფორმულა

ფორმულას წამყვანი, ვახო სანაია აცხადებს, რომ "უტიფრობის ყველა ზღვარი მოხსნა პრემიერმინისტრმა", როდესაც მედიის აქცებს დააბრალა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა. 

"პრემიერმინისტრმა მოსვლისთანავე ისე მოხსნა რეგულაციები, რომ მოსახლეობის მიზერული რაოდენობა იყო აცრილი და ვაქცინა ვერ შემოჰქონდათ, ამის გამოა გაუარესებული ეპიუდვითარება და ამას თავადვე ვერ უარყოფდნენ. იგი იმდენად გამწარებვულია ჟურნალისტებზე, იმდენად კამპანიური ხასიათი მისცა ამას ქართულმა ოცნებამ, თავის შანსს ხედავს ახლა მედიათან დაპირისპირებაში და ყველა იმ ადამიანთან დაპირისპირებაში, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. იმდენად არაკომფორტულად გრძნობს თავს, იმალება და ვერ ჩერდება მიკროფონებთან, დღეს გამოვიდა და მთავრობის სხდომაზე ეპიდვითარების გაუარესებაც კი დააბრალა ჟურნალისტებს, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ მათი კოლეგის სიკვდილის და 53 ჟურნალისტის ცემის გამო", - აცხადებს სანაია.  

ქართული ოცნება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატებას ისევ საპროტესტო აქციებს აბრალებს.

დღეს, 26 ივლისის მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "უპასუხისმგებლო საპროტესტო აქციებმა ინფიცირებულთა რაოდენობა გააორმაგა".

"მინდა აღვნიშნო სავსებით სამართლიანად, რომ უპასუხისმგებლო რამდენიმე დღიანი აქციების შედეგიც არის პირდაპირ ის, რაც მოხდა. ამ აქციების შემდეგ მოხდა პრაქტიკულად გაორმაგება ინფიცირებულთა რაოდენობის. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ გამოვიჩინოთ კიდევ უფრო მეტი ყურადღება, სიფრთხილე. პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ზოგადად ჩვენს აქტივობას, იქნება ეს ნებისმიერი შეკრება თუ ხალხმრავალი შეკრებები", - თქვა მან.

მმართველ გუნდს ასეთივე პოზიცია ჰქონდა გასული წლის ნოემბერში, როდესაც ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევებმა პიკს მიაღწია. ოცნებაში მაშინდელ ზრდასაც ოპოზიციის "უპასუხისმგებლო" საპროტესტო აქციებს აბრალებდნენ.

 


close დახურვა