logo
ENG



სანატორიუმ ქართლში გლოვის დღეებია

19 იან 202212:50
3 წუთის საკითხავი
 

სანატორიუმ ქართლში გლოვის დღეებია, მამაკაცს, რომელმაც სოციალური პრობლემების გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, შაბათს დაკრძალავენ. დევნილები პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლებისგან ადეკვატურ შეთავაზებას ისევ ვერ იღებენ და აცხადებენ, რომ პროტესტი მომავალი კვირიდან მწვავე ფორმებით განახლდება. ცოტა ხნის წინ, სანატორიუმში მივიდნენ  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რომლებმაც გარდაცვლილის ახლობლებს მიუსამძიმრეს და ადგილზე არსებული ვითარება შეისწავლეს. ამ დრომდე სამძიმარზე არ მისულა ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი.


close დახურვა