თბილისში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, მოქალაქეს სანთებელების სატენი აუფეთქდა, რის შედეგად კიდურების დამწვრობა მიიღო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ფორმულას განუცხადეს, რომ დაშავებული შესაბამის დაწესებულებაშია გადაყვანილი.
"ისანი სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, მოქალაქეს აუფეთქდა სანთებელების სატენი, ნგრევა და მსხვერპლი არ არის. კიდურების დამწვრობა მიიღო ერთმა მოქალაქემ, კონტაქტურია, გადაყვანილია შესაბამის დაწესებულებაში", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.