სანტა კლაუსი საახალწლო საჩუქრების დასარიგებლად ემზადება. ლაპლანდიაში, საშობაო სოფელში მან თანაშემწე ელფებთან ერთად უკვე დაიწყო მიღებული წერილებისა და საჩუქრების დახარისხება. წელს წერილი მან თითქმის ორი მილიონი ბავშვისგან მიიღო და ის საჩუქრებიც დაასახელა, რაც ყველაზე მეტ ბავშვს უნდა. როგორც ირკვევა, სანტას ყველაზე ხშირად პატარები ოჯახის წევრების ბედნიერებას და მშობლებთან ერთად მეტი დროს გატარებას თხოვენ. კვირის ბოლომდე სანტა კლაუსი და მისი ელფები ყველა საჩუქარს შეფუთავს, რამდენიმე დღეში კი ის ეტლით მთელს მსოფლიოს შემოუვლის.