რუსეთის ქალაქებში უკრაინაში ომის დამთავრების მოთხოვნით საპროტესტო აქციებზე მოქალაქეებს და მედიის წარმომადგენლებს აკავებენ.
BBC რუსული მედიაზე დაყრნობით იუწყება, რომ მხოლოდ სანქტ-პეტერბურგში ამ დროისთვის მინიმუმ 53 ადამიანია დაკავებული. მათი ცნობით, სანქტ-პეტერბურგში ომის საწინააღმდეგო აქციის დაწყებიდან დაახლოებით 1.5 საათში მინიმუმ 13 ჟურნალისტი დააკავეს.
„მათ არ აგვიხსნეს დაკავების მიზეზი, 7 ჟურნალისტი უბრალოდ ძალით ჩასვეს მინი ავტობუსში. ყველა მათგანს აქვს ჟილეტები და პრესის ბარათი. მაგრამ ეს არავის აინტერესებს, მიზანია დარწმუნდნენ, რომ არავინ არაფერს გააშუქებს“, - აცხადებს ჟურნალისტი ანდრეი ოკუნი საკუთარ ტელეგრამის არხზე.
ჟურნალისტის ინფორმაციით, დაკავებულები კრონშტადტში გადაჰყავთ.
საპროტესტო აქციები იმართება მოსკოვშიც. BBC ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ აკავებს პოლიცია აქტივისტებს.
Задержания на антивоенной акции на Манежной площади в Москве. pic.twitter.com/j7zV4oAcey