ევროპა საქართველოსგან უკრაინის უფრო მკაფიო მხარდაჭერას ელოდება - ქართული ოცნების ოფისში კი ისევ იმეორებენ, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არ იქნება. ეს ერთგვარი პასუხია უკრაინის საელჩოს წარმომადგენლისა და დასავლელი დიპლომატების განცხადებებზე, მათ მედიას დღეს პირდაპირ უთხრეს, რომ საქართველოს მთავრობასთან სანქციებთან მიერთების პერსპექტივაზე მსჯელობენ. ივანიშვილის ხელისუფლება სპეკულაციურად იყენებს სანქციების თემას და მოსახლეობას აფრთხობს შესაძლო ზარალით. მეორე მხარეს - დიპლომატები და ბიზნეს სექტორია, რომელიც რუსული ბაზრის ევროპულით ჩანაცვლებაზე უკვე აქტიურად მუშაობს.