logo
ENG



საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული პირები ოჯახმა 5 000 რუბლის სანაცვლოდ დაიხსნა

11 დეკ 201907:54
3 წუთის საკითხავი
 
wwsc0dn4cfkrkw0.jpg

მაშინ როდესაც ხელისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების გზებს ერთი თვეა ეძებს, ოკუპანტები საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ხალხის გატაცებას კვლავ განაგრძობს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 3 მამაკაცი და ერთი არასრულწლოვანი ტყეში ფიჩხის მოგროვების დროს გაიტაცეს. სამდღიანი ტყვეობის შემდეგ, დაკავებულების ოჯახის წევრებმა თავად შეძლეს 5000 რუბლის შეგროვება და ტყვეების დახსნა.  

რაც შეეხება ვაშა გაფრინდაშვილს, შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმს ექიმი ამ დრომდე გატაცებული ჰყავს, ის 9 ნოემრერს, ე.წ. საზღვრის განზრახ გადაკვეთისთვის დააკავეს. ცხინვალის ე.წ.-მა სასამართლომ გაფრინდაშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავად გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საზღვარი არ გადაუკვეთავს და ის საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

 

 


close დახურვა