საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული მალხაზ ლეჟავა თავისუფალია და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, კარანტინში იმყოფება. ინფორმაცია „ფორმულას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ლეჟავა გუშინ, 25 ივლისს უკანონოდ დააკავეს და გუშინვე გაათავისუფლეს.
ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედდა ცხელი ხაზი.