საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებულ მამუკა ჩხიკვაძეს ცხინვალში 2 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, ინფორმაციას სუს-ი ადასტურებს.
12 დეკემბერს რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან 1 ადამიანი დააკავეს. 2 დღით ადრე, 10 დეკემბერს ოკუპანტებმა გაიტაცეს 2 მოქალაქე, მათგან ერთ-ერთი სოფელ ბრეთის მცხოვრები, ყოფილი ჯარისკაცი მამუკა ჩხიკვაძეა. ის შავნაბადას ბატალიონში მსახურობდა და ერაყის და ავღანეთის მისიებში მონაწილეობდა.