logo
ENG



საოლქო კომისიებთან, სადაც საჩივრებს განიხილავენ, საპროტესტო აქციებია

04 ნოე 202020:02
3 წუთის საკითხავი
 

თბილისში, საოლქო კომისიებთან, სადაც საჩივრებს განიხილავენ, საპროტესტო აქციები იმართება. ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები სხვადასხვა ოლქში არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. 

დღეს საჩივრების განხილვის ბოლო დღეა. 

ოპოზიციონერები და აქტივისტები შეკრებილები არიან ისანში, სამგორში, საბურთალოზე, გლდანში, ასევე წყალტუბოსა და ბოლნისში.

ალეკო ელისაშვილი ითხოვს, საჩივრების განხილვის პროცესს დაესწროს. პარტია მოქალაქეების ლიდერი ამბობს, რომ მისი არშეშვება უკანონოა. 

სამგორში, ოპოზიციის საერთო კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ არ აპირებს, შეეგუოს გაყალბებულ შედეგებს. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

ამ დროისთვის ოპოზიციური სპექტრი არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ისინი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. დარღვევებზე, განსაკუთრებით ოქმებში არსებულ დისბალანსზე, რომელიც არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ლაპარაკობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს, სხვა საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. 


close დახურვა