logo
ENG



საოცნებო ავტობუსი - ევროპის ფინანსური დახმარების მიუხედავად, ქართლ-კახეთს ისევ უჭირს

07 ივნ 202020:27
3 წუთის საკითხავი
 

2012 წელს ახალი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში მოვიდა, პრიორიტეტები ალაგეს, დაალაგეს, გადაალაგეს და მუნიციპალური ტრანსპორტი რომ თელავში მნიშვნელოვანი და საჭიროა, რვა წლის შემდეგ მიხვდნენ. თუ ფეხით სიარული ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, მაშინ თელაველები ყველაზე ჯანმრთელები არიან.

ევროპის გარეშე ისევ არაფერი გამოვიდოდა. ფული ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა გვასესხა, ავტობუსები იყიდეთო. „დროების“ გადამღები ჯგუფი კახეთის დედაქალაქში ჩავიდა და თელაველებს გაესაუბრა. იქ მოსმენილ-გაგონილისგან დასკვნა გამოიტანა და სამეფო ქალაქის ცენტრში, ცხენზე ამხედრებულ ერეკლე მეორეს ამცნო, რომ ქართლ-კახეთს ისევ უჭირს და ისევ საოცნებოდ აქვს ქცეული საზოგადოებრივი ტრანსპორტი.


close დახურვა