logo
ENG



საპატრიარქომ „ფორმულასა“ და „ტვ პირველს“ მცხეთობის დღესასწაულზე აკრედიტაცია გაუუქმა

13 ოქტ 202620:00
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/13/8e0m57ww309yyc2.jpeg

მცხეთობის დღესასწაულზე „ფორმულას“ აკრედიტაცია არ ექნება — ამის შესახებ ტელევიზიას საპატრიარქოდან ,,აცნობეს".

შეზღუდვა შეეხო „ტვ პირველსაც“. ტელევიზიებისთვის აკრედიტაციის გაუქმების მიზეზად საპატრიარქო ჟურნალისტების მხრიდან შინაგანაწესის დარღვევას ასახელებს:

ფორმულას“ და „ტვ პირველს“ არ ექნებათ ხვალ აკრედიტაცია, რადგან ამ ტელევიზიების ჟურნალისტები მუდმივად არღვევდნენ შიდა განაწესს — მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, თვითნებურად ტოვებდნენ მედიისთვის განკუთვნილ სივრცეს, რაც დაუშვებელია და გვიქმნის პრობლემებს.


close დახურვა