logo
ENG



საპატრიარქოს უარი ივანიშვილის საარჩევნო შეთავაზებაზე

29 აგვ 202419:55
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების დაპირებების მეოთხე პუნქტის შინაარსს საპატრიარქო კატეგორიულად არ ეთანხმება, თუმცა, სასულიერო პირები არ გამორიცხავენ, - პუნქტის თემატიკა შენარჩუნდეს და ფორმულირება  შეიცვალოს. დღეს მაღალმა იერარქიამ მედიასთან ღიად და დაუფარავად თქვა, რომ ოლიგარქის მცდელობა იყო წინასაარჩევნო შეთავაზება - ეკლესიაზე ზრუნვის მოტივით შეეფუთა, ამით კი ამომრჩევლების გული მოეგო. საინტერესოა, საპატრიარქოს მიერ უარყოფილი მეოთხე პუნქტის შემდეგ, რას ეტყვის საკუთარ ამომრჩეველს ტყვიაგაუმტარ ბარიერში გამომწყვდეული ქართული ოცნების დამფუძნებელი, რომელსაც შაბათს ოზურგეთში ჩაიყვანენ.

 


close დახურვა