logo
ENG



საპატრიარქოს ცნობით, სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაიღუპა

30 ივლ 202218:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/30/grgjzsc3t6u9xga.jpg

საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე ხუფენია ავტოსაგზაო შემთხვევისას დაიღუპა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავებულები უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„დღეს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ყოვლადუსამღვდელოესი, სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია).

როგორც ამ ეტაპზე დგინდება, ავტომანქანას მართავდა მძღოლი, შემთხვევის შედეგად დაშავებული სხვა პირები კი გადაყვანილი არიან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.

მწუხარებას გამოთქვამთ ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ სამთავისისა და კასპის ეპარქიას, განსვენებულის სამწყსოს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს" - აცხადებს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

 

close დახურვა