logo
ENG



საპენსიო სააგენტოს დირექტორობის პოსტი ვაკანტური რჩება

09 დეკ 201920:58
3 წუთის საკითხავი
 
tse7ljnpsb4syi7.jpg

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ, თანამდებობიდან მიდის, ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა საჯარო მოხელემ, პოსტი, რომელზეც 5 წელი უნდა ემუშავა მოულოდნელად დატოვა.

აღნიშნულმა ფაქტმა საპენსიო რეფორმის სტაბილურობა ეჭვქვეშ დააყენა.

სურგულაძის წასვლის შემდეგ საპენსიო სააგენტოს დირექტორობის პოსტი საქართველოში ვაკანტური რჩება, გავრცელებული ინფორმაციით, მას გახარიასთვის სანდო კადრისთვის ამზადებენ.

ფორმულას კითხვაზე  წავიდა თუ პირადად გახარიამ გაუშვა თანამდებობიდან საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრი  ამბობს რომ ეს სურგულაძის პირადი გადაწყვეტილებაა. იმავეს იმეორებს მინსიტრთა კაბინეტის ყველა წევრი.

ოპოზიცია ლევან სურგულაძის მიერ საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტის დატოვებას,  ზეწოლას უკავშირებს. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, რომ   გიორგი გახარია სხვადასხვა თანამდებობებზე ხელმძღვანელი პირების საკუთარი კადრებით ჩანაცვლებას აგრძელებს.

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ, სამეთვალყურეო საბჭოს გადადგომის მოთხოვნით უკვე მიმართა. განცხადების დასაკმაყოფილებლად საბჭოს  ვადა 16 იანვრამდე აქვს.

 


close დახურვა