logo
ENG



საპროკურორო საბჭომ 6 ახალი წევრი 12 კანდიდატიდან შეარჩია

18 ოქტ 201920:05
3 წუთის საკითხავი
 
lrgsom8e4ex7svv.png

საპროკურორო საბჭომ 6 ახალი წევრი 12 კანდიდატიდან შეარჩია. საბჭო ის ორგანოა, რომელიც გენერალური პროკურორის კანდიდატების სიას პარლამენტისთვის წარსადგენად შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ მოქმედ გენერალურ პროკურორს საკანონმდებლო ორგანო უზენაეს სასამართლოში გაამწესებს, პროკურატურაში თადუმაძის შემცვლელი იქნება დასანიშნი. საგამოძიებო უწყებაში ამ საკითხზე კონსულტაციების არსებობას უარყოფენ.

შალვა თადუმაძე დღე პირველი იყო, ვინც საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევნებში პირველი ბიულეტენი ჩააგდო. 500-მდე პრიკურორმა საბჭოს 6 ახალი წევრია აირჩია. სწორედ საპროკუროროა საბჭოა ის ორგანო, რომელსაც უახლოეს მომავალში შესაძლოა ახალი გენ პროკურორობის კანდიდატის შერჩევა მოუწიოს, იმ შემთხვევაში თუ თადუმაძე სასამართლოში გადაინაცვლებს.

თადუმაძის შემცვლელის სავარაუდო კანდიდატებზე პროკურატურის ხელმძღვანელი პირები საჯაროდ არ საუბრობენ. თუმცა გიორგი გოგაძემ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა თადუმაძის სავარძელი მისმა რომელიმე მოადგილემ ჩაიბაროს.

იმ შემთხვევაში თუ თადუმაძე პროკურატურას დატოვებს, 15 კაციან საპროკურორო საბჭოს სხვადასხვა პროფესიულ წრეებში  კონსულტაციები ერთი თვის განმავლობაში უნდა გამართოს და მინიმუმ სამი კანდიდატი შეარჩიოს. აქედან ერთი პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს.

მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, გენერალური პროკურორიბის ერთ-ერთ პრეტენდრნტად, გიორგი ბადაშვილი სახელდება. ყოფილ გენერალურ პროკურორმა და ამჟამად კი შალვა თადუმაძის მოადგილემ დღეს მედიის კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.


close დახურვა