logo
ENG



საპროკურორო საბჭოში ირაკლი შოთაძესთან გასაუბრება პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა

04 თებ 202020:33
3 წუთის საკითხავი
 

 

გენერალური პროკურორის კანდიდატთან, ირაკლი შოთაძესთან გასაუბრება საპროკურორო საბჭოში პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. შოთაძე თითქმის 2 საათის განმავლობაში საპროკურორო საბჭოს საკუთარ მოტივაციას აცნობდა. ამბობს, რომ პოლიტიკოსები მას ხშირად უსაფუძვლოდ აკრიტიკებენ და ამით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ.

ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის პოსტიდან გადადგომის მიზეზებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით,პოსტიდან წასვლა პროკურატურის მხრიდან ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის არასრულფასოვნად ჩატარებულ გამოძიებას არ უკავშირდებოდა.

ხორავას საქმეზე ოთო კახიძის მიერ დასმულ შეკითხვებს შოთაძემ არ უპასუხა. ოთო კახიძეს აინტერესებდა, როგორ მოხდა, რომ გამშველებელი მიხეილ კალანდია მისი თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი ბრალდებული აღმოჩნდა.

საგამოძიებო უწყების შენობის წინ ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის ოჯახის ადვოკატი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათი განცხადებით შოთაძეს პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს მირზა სუბელიანს ხელს აფარებდა და სამოხელეო დანაშაული აქვს ჩადენილი, ამიტომ მან ხელმეორედ მთავარი პროკურორის პოსტი აღარ უნდა დაიკავოს.

ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორის პოსტზე მეორედ დანიშვნას ეწინააღმდეგება არასამთავრობო სექტორი. სადაც, ამბობენ, რომ შოთაძის პირობებში პროკურატურა პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი არ იქნება.

პარლამენტში კენჭისყრამდე,  ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ უნდა შეარჩიოს. გასაუბრებების პროცესი ხვალ სრულდება, ამის შემდეგ კი საბჭომ 3 კანდიდატი უნდა შეარჩიოს და მათგან 1-ს დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნოს.

 

 


close დახურვა