logo
ENG



საპროტესტო აქცია მარნეულში - აქტივისტები რაშან ზიადალიევის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ

09 თებ 202019:38
3 წუთის საკითხავი
 
z4sfahs936mf9b9.jpg

აქტივისტები მარნეულში რაშან ზიადალიევის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.

ზიადალიევი 8 თებერვალს პოლიციელის დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს, აქტივისტები დარწმუნებულები არიან, რომ პოლიცია ზიადალიევს სამოქალაქო აქტიურობის გამო დევნის და ამით სხვა ადგილობრივი აქტივისტების დაშინება სურს.

რაშან ზიადალიევი იხსენებს, რომ პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც მაღაზიიდან გამოსულმა დაინახა, როგორ უღებდნენ ფოტოს. ის დაინტერესდა, რატომ უღებდნენ ფოტოს ნებართვის გარეშე, მაშინ, როცა პირადობა თან ჰქონდა. ზიადალიევი ეჭვობს, რომ პოლიციამ მისი დაკავება წინასწარ დაგეგმა.

აქტივისტის თქმით, დაკავება რამდენიმე დღის წინ მარნეულის მერიასთან გამართულ პერფორმანსს უკავშირდება,  რა დროსაც სამოქალაქო აქტივისტებმა მარნეულის ბიუჯეტს პროტესტის ნიშნად ე.წ. ორმოცი გადაუხადეს.

რაშან ზიადალიევი ერთადერთი აქტივისტი არაა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობს. იმ რესპონდენტს, რომლებსაც „ფორმულა“ ესაუბრა, აქვთ მოლოდინი, რომ ადგილობრივი აქტივისტების დევნა არჩევნების წინ კიდევ უფრო გაძლიერდება.

რაშან ზიადალიევი საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წევრია, სწორედ ეს ორგანიზაცია დაიცავს სასამართლოში მის ინტერესებს. ადვოკატი ამბობს, რომ პოლიციამ კანონი დაარღვია, რადგან ზიადალიევს პირადობა თან ჰქონდა და სამართლებრივად, პოლიციას ფოტოს გადაღების ნებართვა მხოლოდ მაშინ აქვთ თუ პირის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.

ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტის სასამართლო პროცესი რუსთავის სასამართლოში 10 თებერვალსაა დანიშნული. მარნეულელი აქტივისტების თქმით, სასამართლო სხდომა პროტესტის ფონზე ჩაივლის.


close დახურვა