logo
ENG



საპროტესტო აქციების დაშლას ევროპარლამენტარების კრიტიკა მოჰყვა

28 ნოე 201908:06
3 წუთის საკითხავი
 
817x6m7wlg4frl1.jpg

საპროტესტო აქციების დაშლას ევროპარლამენტარების კრიტიკა მოჰყვა. სტრასბურგში გამართულ ევროპარლამენტის  პლენარულ სესიაზე გამომსვლელთა დიდმა ნაწილმა უარყოფითად შეაფასა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დაპირების შეუსრულებლობა.

„საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები გვაიძულებენ შეშფოთებულნი ვიყოთ ამ ქვეყნის დემოკრატიულ მომავალზე. აშკარაა არ არის დემოკრატია, არ არის ინტეგრაციაც. მმართველი პარტიის ლიდერმა არ შეასრულა დაპირება, რომელიც მისცა ხალხსა და ოპოზიციურ პარტიებს პროპორციული სისტემის შემოღების შესახებ. მან გასცა ეს დაპირება იმისათვის, რომ ეპასუხა საპროტესტო ტალღებისათვის ივნისში. ახლა ხალხმა დაკარგა რწმენა პარლამენტისა და დემოკრატიის მიმართ. მმართველ პარტიას როგორც ჩანს შეეშინდა პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას" - აცხადებენ ევროპარლამენტარები. 

პოლიტიკური კრიზისი, რისკების შემცველი ნაბიჯები, უკუსვლა რეფორმების გზაზე - ასეთია ევროპარამენტარების შეფასებები საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარებმა დიოლოგის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

 


close დახურვა