logo
ENG



სარიშვილი: ივანიშვილი არის შულერი, რომელსაც ვერ მოუგებ თუ არ გადმოათრიე საკუთარ მოედანზე

02 თებ 202022:42
3 წუთის საკითხავი
 

 

„ივანიშვილს არჩევნებით ვერ მოუგებ, თუ მას იმ მოედანზე არ გადმოათრევ, სადაც მისი შულერული მეთოდები აღარ მოქმედებს“,- აღნიშნული განცხადება, „ეროვნულ-დემოკრატიული“ პარტიის ყოფილმა, ლიდერმა გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ გააკეთა.

სარიშვილმა გადაცემაში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და ბიძინა ივანიშვილის მმართველობაზე ისაუბრა.

„ბიძინა ივანიშვილი არის ჩვეულებრივი შულერი. ის ამ ქვეყანაში, როგორც კაზინოში სათამაშო სახლში ისე იქცევა, მისთვის გუნდი ე.წ. ფიშკეკბია. ივანიშვილის ბრძოლის მეთოდი აბსოლუტურად უცხოა ჩვენთვის. შეცდომას ოპოზიცია უშვებს მაშინ, როდესაც ჩვენ მის მოედანზე მისივე წესებით ვებრძვით. შულერს, ამ წესებით ვერ მოუგებ. ახლა უნდა ავუხსნათ მთავრობას თუ რა საშინელება შეიძლება მოჰყვეს ამ წინააღმდეგობას?! ვინმეს ჰგონია, რომ ეს ივანიშვილმა არ იცის და ვინმეს ჰგონია, რომ ეს სპეციალურად არ კეთდება?! საქართველო დღითი დღე თვითიზოლაციისკენ მიდის და რეალურად მას რუსეთის მეტი არავინ არ რჩება. ჩვენ როცა ვლაპარაკობთ ივანიშვილის ხელისუფლებიდან გაგდებაზე უნდა ვიცოდეთ, რომ იქ ის ხალხი არ არის, რომელსაც რაღაც უნდა აუხსნა და ქვეყანა შეეცოდება იმ მომავლისთვის საითაც მიაქანებენ მას, უბრალოდ უნდა მოუგო. ვერც არჩევნებით ვერ მოუგებ თუ არ გადმოათრიე ივანიშვილი იმ მოედანზე, სადაც მისი შულერული მეთოდები აღარ მოქმედებს, ეს არის ქუჩა“,-განაცხადა ირინა სარიშვილმა.

 


close დახურვა