logo
ENG



სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

07 ოქტ 201921:19
3 წუთის საკითხავი
 
29jesibf0qkm855.jpg

ხარაგაულის სარკინიგზო მშენებლობაზე მუშა დაიღუპა. ინფორმაცია "ფორმულა news-ს," "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის" თავმჯდომარემ, ვიტალი გიორგაძემ დაუდასტურა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. 41 წლის თ.ჩ.-ს, ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს კუთვნილი სატვირთო ავტომობილი დაეჯახა. როგორც გიორგაძემ განაცხადა, სამშენებლო სამუშაოები დარღვევებით მიმდინარეობს და ეს კომპანიაში დასაქმებული პირის გარდაცვალების პირველი შემთხვევა არ არის. 

"ფაქტი ნამდვილად მოხდა. ხარაგაულის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე, კიდევ ერთი მუშა დაიღუპა. როგორც ვიცი, ფილას აგებდა მუშა, რა დროსაც მას სატვირთო დაეჯახა. ეს არ არის იქ მომხდარი პირველი შემთხვევა. ჩვენ ადგილზე მივემგზავრებით, რათა დავაზუსტოთ დეტალები და დავადგინოთ, თუ რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი. მივალთ ოჯახში და რაც სჭირდებათ ვეცდებით, დავეხმაროთ - მივაცემინოთ კომპენსაცია და ა.შ.", - განაცხადა გიორგაძემ.


close დახურვა