logo
ENG



სარჯველაძე: ბაღებში ინტოქსიკაციის გამო 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო

19 სექ 202613:14
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/19/sg7yi48tih0p3lc.png

"ქართული ოცნების" ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ბაღებში ინტოქსიკაციის გამო 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

სარჯველაძის თქმით, მომხდარის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

"100-ზე მეტი იყო რიცხვი ბავშვებისა, რომელთა ჰოსპიტალიზებაც გახდა აუცილებელი, თუმცა, მათი მდგომარეობა, საბედნიეროდ, არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა ისეთი, რომელიც საგანგებო ყურადღებას მოითხოვდა იმ თვალსაზრისით, რომ მდგომარეობის გართულების რისკი ყოფილიყო მოსალოდნელი.

სრულფასოვანი გამოძიების შედეგად გვეცოდინება რა მოხდა და ყველას მოუწევს პასუხისგება, ვისაც ბრალი მიუძღვის, თუ მიუძღვის ბრალი", - თქვა სარჯველაძემ.


close დახურვა