logo
ENG



სარჯველაძე: საკანთან ფსიქოლოგიურად შეუთავსებლობის გამო, არ შეიძლება თავისუფლდებოდნენ

01 დეკ 202212:22
3 წუთის საკითხავი
 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს ცენტრ ემპათიის მიერ დადებულ დასკვნაში ეჭვი შეაქვს. მისივე თქმით, თვითონ ექსპერტებმა გასცეს პასუხი კითხვას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას ეხება.

"არის ახსნილი, სხვათა შორის მისივე ექსპერტების მიერ, ვინც გამოხატავენ პოლიტიკურ მხარდაჭერას ამ კაცის მიერ, ამბობენ, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა მაქვს, შეუგუებლობა საკანთან. მაგრამ ამის გამო არსად არც ერთ ცივილიზაციაში პატიმრები არ თავისუფლდებიან. თუ გინდათ ამიხსნათ, რაკი პრეზიდენტი იყო და პოლიტიკური მოღვაწეა, აქედან გამომდინარე მას პრივილეგია უნდა ერგოს და დანაშაულისთვის სასჯელი აიცდინოს, მაგრამ ფსიქოლოგიურად საკანთან შეუგუებლობის გამო არ შეიძლება ადამიანები თავისუფლდებოდნენ საპატიმრო დაწესებულებიდან", - თქვა სერგეენკომ.

 

ცენტრი ემპათიას სასამართლო საექსპერტო კომისიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით 10 ქართველი და 6 საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩაატარა.

ემპათიაში ამბობენ, რომ ექსპერტიზა მიმდინარეობდა 2022 წლის 1 ივნისიდან 28/11/2022 - წლამდე.

ცენტრ ემპათიის განმარტებით, მათ მიერ სააკაშვილის შესახებ მომზადებული სამედიცინო დასკვნა 194-გვერდიანია და თან ახლავს 22 დანართი, რომლის მიხედვითაც სააკაშვილს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი - აქედან კი წამყვანია დაახლოებით 10 დიაგნოზი.

როგორც დასკვნაშია აღნიშნული, სააკაშვილს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზები (ნეირო - ფსიქიკური, გასტრო - ენტეროლოგიური, ასევე საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის, მხედველობის მხრივ), აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ესკორიაციები - ნაკაწრები - ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც, ვინაიდან თმის ნიმუშის ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში გამოვლენილი იქნა დოკუმენტირების ლიმიტზე მეტი Ba, Bi, Mercury (Hg). როგორც ცენტრში აცხადებენ, ეს ტოქსიკური ნივთიერებები საშიშია იმით, რომ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ზოგჯერ ფსიქიკური დარღვევები.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შეიძლება იმყოფებოდეს ამჟამად არსებულ დაწესებულებაში, ასევე პატიმრობის პირობებში, ვინაიდან შეუძლებლად მიაჩნიათ ამ დაწესებულებებში სრული ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება.

ექსპერტთა დასკვნებში მოყვანილია ფიზიკური და ფსიქოლოგიური არაადამიანური მოპყრობის ფაქტები და გამოსაკვლევი პირის მონათხრობები; მათ შორის, მოტყუება, იძულებით ჰოსპიტალიზაცია, კრიმინალური სუბკულტურის პატიმრების მხრიდან გამოსაკვლევი პირის დამცირება და სიცოცხლის მოსპობის მუქარა


close დახურვა