ქართული ოცნების დეპუტატი უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება. როგორც ის ამბობს, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ევროპელ ლიდერზე "თავდასხმებია", მოსალოდნელი, რაც სწორი არ არის.
"როდესაც ევროპელი ლიდერი გამოხატავს მკაფიო მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით, ახლა მოსალოდნელია, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათ პოლიტიკურ დაქვემდებარებაში შემავალი მედიასაშუალებები დაიწყებენ დიდ თავდასხმებს ამ პოლიტიკურ ლიდერზე, ჩვენს მოკავშირე სახელმწიფოზე, ევროკავშირის ლიდერ სახელმწიფოს ლიდერზე. ეს არ არის, რა თქმა უნდა, სწორი", - აცხადებს ის.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია. ვიქტორ ორბანი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა. შედგება საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერმინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.