logo
ENG



სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

19 სექ 202013:02
3 წუთის საკითხავი
clock 371
p1jjrrct3m6grhr.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა.

შსს-ს ინფორმაციით, ინფიცირებული სამსახურებრივი მივლინებით აჭარაში იმყოფებოდა.

"მესაზღვრის ტესტის პასუხი გუშინ გახდა ცნობილი. ინფიცირებული თანამშრომელი სამუშაო ადგილზე, ჯავა-ონის სამმართველოში არ დაბრუნებულა, შესაბამისად, თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია. მესაზღვრე ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს". - წერია შსს-ს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 46 ადამიანი.

 


close დახურვა