თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე ტელეკომპანიის დამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის საჩივარი არ დააკმაყოფილა და ტელევიზია ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში დატოვა. დვალი და აქიმიძე კომპანიის კუთვნილი წილების დაბრუნებას ითხოვდნენ.
გარდა ამისა, მოსამართლემ ყადაღაც გააუქმა.
დვალი და აქიმიძე აცხადებენ, რომ 2004 წელს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ რუსთავი 2-ის წილები იძულებით დაათმობინა. იმავე წელს ტელეკომპანიის მფლობელი გახდა ქიბარ ხალვაში. მისი თქმით, 2006 წელს მას წილები იძულებით დაათმობინებს, რაზეც ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლო დავა დაიწყო.
ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია 2019 წლის ზაფხულში გადაიფორმა, მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა რუსთავი 2-ის სარჩელი. ამავე წელს ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის დამფუძნებლებს და ყოფილ მფლობელებს, დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს შესთავაზა 40%-იანი წილი, რომელზეც მათ უარი თქვეს.
სასამართლომ 2019 წლის ოქტომბერში დვალისა და აქიმიძის მიმართვის საფუძველზე დააყადაღა რუსთავი 2-ის 60%-იანი წილი.