საქალაქო სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი ისანში 2 უბნის
გახსნის შესახებ არ დააკმაყოფილა.
ბესიკ დონაძის თქმით, მე-16 და 26-ე უბნების გახსნაზე საჩივარი არც საოლქო საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა და არც სასამართლოს პირველმა ინსტანციამ.
"ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა იყო ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მე-16 და 26-ე უბნის გახსნა, აღნიშნული მოთხოვნა, ჯერ საჩივარი, საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა, შემდეგ ჩვენ შემოვედით და გავასაჩივრეთ სასამართლოში პირველ ინსტანციაში, სასამართლომ ევროპული საქართველოს საჩივარი არ დააკმაყოფილა, არ გახსნა უბნები და გაიზიარა საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება.
ეს დადასტურებულად ნიშნავს იმას, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია რასაც დაწერს შედეგებს, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია ამას გაასაჩივრებს, გარანტირებულად იცის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომ სასამართლო გამოიტანს უარყოფით გადაწყვეტილებებს და უბნებს არ გახსნის" - ამბობს ევროპული საქართველოს წევრი ბესიკ დონაძე
ევროპული საქართველო გადაწყვეტილებას სასამართლოს მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებს.