logo
ENG



სასამართლომ ლესბოსელ წყვილზე თავდამსხმელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

23 აპრ 202114:12
3 წუთის საკითხავი
 

Tbilisi Pride-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ნინო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ორგანიზაციის თანამშრომელზე და მის ლესბოსელ პარტნიორზე თავდამსხმელი სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

ორგანიზაციამ 20 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლესბოსელ წყვილს მათივე მეზობელი ჰომოფობიურ ნიადაგზე მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით დაესხა თავს და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამამცირებელი მოპყრობის გარდა, მათ დასაკეცი დანით ემუქრებოდა. 

ორგანიზაცია აცხადებს, რომ მათი თანამშრომელი ჰომოფობიური თავდასხმის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც სავარაუდო დამნაშავემ შეიტყო, რომ ის თბილისი პრაიდში მუშაობდა. 

შსს საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით (იძულება), 151-ე მუხლით (მუქარა) და 284-ე მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა) იძიებს - Tbilisi Pride კი მოითხოვს, რომ სამართალდამცველებმა საქმეში სიძულვილის მოტივი გამოკვეთონ. 


close დახურვა