logo
ENG



სასამართლომ ძმები ფეიქრიშვილების საქმეზე დაკავებული ექვსივე პირი პატიმრობაში დატოვა

31 იან 202012:27
3 წუთის საკითხავი
 
jca6lknanmhmd0e.jpg

ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული ექვსი პირის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. 

დაცვის მხარემ სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართა, ხოლო სახელმწიფო ბრალდება პატიმრობას ითხოვდა. მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ექვსივე პირი პატიმრობაში დატოვა. 

პროკურორის მაია სილაგაძის განცხადებით, ძმების მკვლელობა უკრაინაში დაიგეგმა. 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ძმებ ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების ფაქტზე 6 პირი 30 იანვარს დააკავა. 

close დახურვა