logo
ENG



სასამართლომ Facebook-ის ქართველ მომხმარებელს საჯარო პოსტის Only Me-ზე გადაყვანა დაავალა

02 თებ 202214:33
3 წუთის საკითხავი
 
სასამართლომ Facebook-ის ქართველ მომხმარებელს საჯარო პოსტის Only Me-ზე გადაყვანა დაავალა

სასამართლომ Facebook-ის ქართველ მომხმარებელს საჯარო პოსტის Only Me-ზე გადაყვანა დაავალა. 

ადვოკატ სერგი ჯორბენაძის თქმით, განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლომ 1-ლ თებერვალს გამოიტანა.

მოქალაქე ამბობს, რომ სხვა პირმა ფეისბუქზე მის შესახებ ცილისმწამებლური ინფორმაცია გამოაქვეყნა და სასამართლოს გზით სწორედ პოსტის შინაარსის უარყოფას ითხოვს. 

გადაწყვეტილება მოსამართლემ სარჩელის უზრუნველყოფის სახით მიიღო - სანამ საქმის  განხილვა დასრულდება, ფეისბუქ პოსტი, რომელიც გასაჩივრებულია, მოპასუხემ აუდიტორია უნდა შეზღუდოს და პოსტი only me-ზე (მხოლოდ ჩემთვის) გადაიყვანოს.

ადვოკატის თქმით, სასამართლომ მოსარჩელეს ასევე დაუკმაყოფილა სხვა მოთხოვნები და მოპასუხეს Youtube-ზე განთავსებული ვიდეოს საჯაროობის შეზღუდვაც დაავალა.  

სერგი ჯორბენაძე ამობობს, რომ სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა მოთხოვნა, რომლითაც მომხმარებელს (მოპასუხეს) დავის დასრულებამდე აეკრძალა თავისი Facebook ანგარიშის წაშლა.


close დახურვა