logo
ENG



სასამართლოს შენობაში მედიის მიერ გადაღების აკრძალვის კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღეს

26 ივნ 202517:01
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/26/hlgg6wweq4z4nkm.jpeg

ქართული ოცნების პარლამენტმა სასამართლოს შენობაში მედიისთვის ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვის კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტს მხარი ივანიშვილის 80-მა დეპუტატმა დაუჭირა.

აღნიშნული კანონპროექტის ფარგლებში მედიას მნიშვნელოვნად შეეზღუდება სასამართლოს სხდომის დარბაზებში, დერეფნებსა და ეზოში ფოტო-ვიდეო მასალების გადაღება.

ამის უფლებამოსილება კი სასამართლოს ან სასამართლოს მიერ დადგენილ უფლებამოსილ პირს მიენიჭება.


close დახურვა