logo
ENG



სასამართლოში ხაზარაძისა და ჯაფარიძის პროცესი განახლდება

06 თებ 202008:16
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი გაიმართება.

პროცესზე წინა სხდომის მსგავსად კვლავ პროკურატურის მიერ წარდგენილი მოწმეები დაიკითხებიან.

ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივნის ბადრი ჯაფარიძის თქმით, პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მოწმე ბრალდების მხარის სასარგებლო ჩვენებებს აძლევს. ის სასამართლო პროცესს და მათ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას "კანონზე დაცინვის კლასიკური შემთხვევად" აფასებს.  

"ერთი და იგივე ხდება. მოდიან ე.წ. მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ ჩვენს აბსოლუტურ უდანაშაულობას. ეს არის კლასიკური შემთხვევა, როდესაც ხდება კანონის დაცინვა და ოპონენტების დევნა", - აღნიშნა ჯაფარიძემ "ფორმულასთან" საუბარში. 

შეგახსენებთ, რომ 2008 წელს „თიბისი ბანკის" მიერ განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციას პროკურატურა 2018 წლის აგვისტოდან იძიებს. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით თანხის გათეთრებას ედავებიან. 

 


close დახურვა