logo
ENG



სასტიკი მკვლელობა თემქაზე

14 ნოე 202021:19
3 წუთის საკითხავი
 

სასტიკი მკვლელობა თემქაზე თემქაზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს. მას ყელი აქვს გამოჭრილი. ყელზე მძიმე დაზიანებები დანით მიყენებული აქვს მის მეგობარსაც. კაცი შაბათის ფორმულას უყვება, რომ მკვლელობა მის სახლში მოხდა. მის მეგობარს დანით სასიკვდილო ჭრილობები მისთვის უცნობმა მამაკაცმა მიაყენა, რომელსაც თან ქალიც ახლდა. დაჭრილი ასევე ამბობს, რომ თავდამსხმელებს მისი მოკვლაც სურდათ, თუმცა მან სახლიდან გაქცევა შეძლო. კვალის დაფარვის მიზნით მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებულმა სცადეს სახლი დაეწვათ. ორივე ბრალდებული ამ დროისთვის უკვე დაკავებულია.


close დახურვა