სასტუმრო "ბუდაპეშტის" ნაცვლად, რესტორანი აშენდება. სამშენებლო კომპანია მერიასთან კომპრომისზე მიდის.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი გიგა ზაქაიძე ამბობს, რესტორანი პირვანდელი სახით აღდგება და ისტორიულად არსებული მოცულობისა და ფასადის შესაბამისი იქნება.
რესტორანთან ერთად კომპანია ველო პარკის მოწყობასაც გეგმავს, რომლით სარგებლობასაც პარკის დამსვენებლები უსასყიდლოდ შეძლებენ. კომპანიის შეთავაზებულ ვარიანტზე მერიის პასუხი ჯერჯერობით უცნობია.
"მრავალწლიანი სასამართლო პროცესების მიუხედავად, როდესაც ჩვენ გავიმარჯვეთ, სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობასთან დაკავშირებით, მაინც გვინდა მივმართოთ თბილისის მერიას კომპრომისული ინიციატივით, რომლის შედეგადაც ამ ტერიტორიაზე სასტუმრო ბუდაპეშტი აღარ აშენდება. ვთავაზობთ, რომ აღვადგინოთ ისტორიული შენობა, რომელიც 1958 წლიდან იდგა ამ ტერიტორიაზე, ზუსტად იგივე ფასადით. ვართ ასევე მზად მივიღოთ მონაწილეობა ვაკის პარკის აღდგენასა და რეაბილიტაციაში", - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.