logo
ENG



სასჯეაღსრულებამ ბუდაღაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა - ის სამარტოო საკანში აღარ იმყოფება

16 დეკ 201920:15
3 წუთის საკითხავი
 
i3e0afk67arjl7x.jpg

ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში - მონათა ბაზარი - ასე შეაფასა ოპოზიციამ პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი თანაგუნდელების რეაქცია პროტესტზე. ოპოზიციონერები დარბაზიდან გააძევეს. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები სპიკერისგან მოითხოვდნენ, დეპუტატებისთვის 20 ივნისს დაკავებულების მონახულების უფლება მიეცა. ამას წინ უძღოდა ის, რომ პატიმრების ოჯახის წევრებს, თხოვნის მიუხედავად არჩილ თალაკვაძე არ შეხვდა. პატიმრების დედების თხოვნის შემდეგ კი დღეს დაკავებულების მდგომარეობით 6 თვიანი პატიმრობისას პირველად დაინტერესდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. 

ბიუროს დარბაზიდან დეპუტატები არჩილ თალაკვაძის მოთხოვნით, მანდატურის სამსახურის წევრებმა გამოაძევეს. თინა ბოკუჩავამ და სერგო რატიანმა სხდომათა დარბაზი ისე დატოვეს, რომ არ მიუღიათ პასუხი შეკითხვაზე თუ რატომ არ ეძლეოდათ პატიმრების მონახულების უფლება. ოპოზიციური პარტიის ლიდერების გაყვანის შედეგ,  გუნდთან ერთად დარჩენილმა თალაკვაძემ პოლიტიკურ ოპონენტებს უპასუხა. 

ზურაბ ბუდაღაშვილისა და ბესიკ თამლიანის დედა არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრას დღეს დილით ითხოვდნენ, თუმცა მათ უარი მიიღეს და პარლამენტში სოფო კილაძის შეყვანის
შემდეგ, საპატიმრო დაწესებულებაში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრთან ერთად წავიდნენ. 

დღის ბოლოს ცნობილი გახდა,რომ სასჯელაღსრულებამ  ბუდაღაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა და უწყების ცნობით, ის უკვე აღარ იმყოფება სამარტოო საკანში. 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების სასმართლო პროცესი ხვალ გაიმართება. გამოძიება მათ საკანონმდებლო ორგანოზე ორგანიზებულ თავდასხმაში თანამონაწილეობას ედავება. 


close დახურვა