logo
ENG



სასჯელაღსრულების სისტემის 780 თანამშრომელი დროებით საპატიმროების შენობებში იცხოვრებს

30 მარ 202017:57
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, გამკაცრებული ზომების ფარგლებში, პენიტენციურ დაწესებულებებში მართვის წესი დროებით იცვლება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, პენიტენციური სამსახურის 780 თანამშრომელი დროებით, საპატიმროს ტერიტორიაზე იცხოვრებს, რათა ციხეებში ვირუსის შეტანის რისკი შემცირდეს

"ვირუსთან ბრძოლის ახალ ფაზაში გადავდივართ და შესაბამისად საპატიმროებიც გადადის მართვის ახალ ეტაპზე. ის მოდელი შევიმუშავეთ, რაც საპატიმროების სისტემისთვის ჩვეულებრივ დროს არ არის ბუნებრივი. გუშინ 780 თანამშრომელი გამოცხადდა სამსახურში საპატიმროების ტერიტორიაზე, ანუ პერიმეტრის შიგნით და ყველა თანამშრომელი, იცხოვრებს საპატიმროების შენობებში, ამ ტერიტორიის დატოვების გარეშე, იმისთვის რომ არც ჩვენ და არც რომელიმე პატიმარს არ ჰქონდეს იმის განცდა, რომ რომელიმე თანამშრომელი მოახდენს ვირუსის შემოტანას შიგნით. ეს უპრეცედენტო ნაბიჯი, რაც გადადგა სპეციალურმა პენიცენტიურმა სამსახურმა. ამ 780 თანამშრომელს მინდა მადლობა ვუთხრა, რომ ნებაყოფლობით მიიღეს გადაწყვეტილება, დროებით დატოვონ ოჯახები და 24-საათიან მორიგეობაზე გადავიდნენ. 1 ცვლაში 400 ადამიანი იქნება დაახლოებით და შემდეგ დაისვენებენ სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, მათ ექნებათ სამჯერადი კვება", - განაცხადა წულუკიანმა. 


close დახურვა