logo
ENG



სატელეფონო ანძის ამონაწერი - ახალი დეტალები შაქარაშვილის საქმეში

14 ივლ 202020:36
3 წუთის საკითხავი
clock 484

სატელეფონო ანძის ამონაწერი, რომელიც ფეხბურთელის მკვლელობის საქმეში ბრალდებულების ცრუ ჩვენებების მიცემაში მხილების საფუძველს იძლევა. ჩანაწერებით დასტურდება, რომ მერსედესის მგზავრი ჟვანია, მცხეთაში ტრაგედიის ღამეს მიბრუდნა და იქ - მომხდარიდან მეორე დღესაც იყო. ამას მასთან განხორციელებული სატელეფონო ზარი მოწმობს, არადა დაკავებული ჩვენებაში ღამით დაკარგულ ტელეფონზე საუბრობს. 
 
მასალებიდან ჩანს, რომ ბრალდებულებს შორის 18 ივნისის ღამეს სატელეფონო საუბარი შედგა. ტოიტოტასა და მერსედესის მგზავრების გარდა, კომუნიკაცია იყო სასტიკად ნაცემ გიორგი ქათამაძესა და ვახო ჩიქოვანს შორისაც. უცნობია, რატომ არ მიდის ძიება ცრუ ჩვენების მუხლით და რატომ არ უმძიმდებათ ბრალი დაკავებულებს. ადვოკატების უმეტესობა აცხადებს, რომ განზრახ მკვლელობის მუხლისთვის გამოძიებას მტკიცებულებები არ გააჩნია. 


close დახურვა