დიდ ბრიტანეთში სატვირთო მანქანაში 39 ცხედარი აღმოაჩინეს. შემთხვევა ესექსის საგრაფოში მოხდა.
გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილებს შორის ერთი არასრულწლოვანია. სამართალდამცველებმა სატვირთოს მძღოლი დააკავეს. ის 25 წლის ირლანდიელია.
გამოძიების წინასწარი ვერსიით, სატვირთო ავტომობილი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ბულგარეთიდან ჩავიდა. ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებითვე, გარდაცვლილთა ვინაობის დადგენას დიდი დრო დასჭირდება.