საუდის არაბეთში სამეფო ოჯახის სამი გავლენიანი წევრი დააკავეს.
ამერიკული მედიის ცნობით, დაპატიმრებულთა შორის მეფე სალმანის უმცროსი ძმაც არის. დაკავების ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, მომხდარი სახელმწიფო ღალატს უკავშირდება, მის უკან კი პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი დგას, რომელიც სამეფოს დე-ფაქტო მმართველად მიიჩნევა.
დაკავების შემდეგ სპეცრაზმელებმა სამეფო ოჯახის წევრების სახლებში ჩხრეკაც ჩაატარეს.