logo
ENG



საუდის არაბეთში 24 საათის განმავლობაში 81 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

13 მარ 202210:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/13/5exefdexryk20jk.png

საუდის არაბეთში 24 საათის განმავლობაში 81 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს.  

სიკვდილით დასჯილთა შორის 7 იემენელი და 1 სირიელი პირი იყო.

საუდის არაბეთის პრეს სააგენტოს მტკიცებით, ეს ადამიანები ბრალდებულები იყვნენ სხვადასხვა დანაშაულებში, მათ შორის, უდანაშაულო ბავშვების, მამაკაცებისა და ქალების  მკვლელობა, ტერორიზმი და "დევიანტური რწმენა".

მოხსენებები საუდის არაბეთის ადამიანის უფლებების შესახებ დიდი დაკვირვების ქვეშ მოექცა დასავლური მოკავშირეებისა და უფლებადამცველების მიერ, მას შემდეგ რაც, 2018 წელს საუდელი ჟურნალისტი, ჯამალ ხაშოგი მოკლეს.

საუდის არაბეთი უარყოფს ყველა ბრალდებას ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ და აცხადებს, რომ "იცავს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას კანონის მიხედვით". 


close დახურვა