logo
ENG



საუნივერსიტეტო კლინიკაში 5 სამხედრო საეჭვო სიმპტომებით შეიყვანეს

26 მარ 202011:10
3 წუთის საკითხავი
 

გვიან ღამით თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით 5 სამხედრო შეიყვანეს. ისინი ამ დრომდე დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, სამხედროებს გრიპის სიმპტომები აღენიშნებოდათ, თუმცა მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

მედიკოსები მათ ანალიზებს ლუგარის ლაბორატორიაში კოვიდ-19-ზე შესამოწმებლად დღეს გადააგზავნიან.

"რამდენიმე საათის წინ კლინიკაში შემოვიდა 5 სამხედრო პაციენტი, რომლებსაც გრიპი და გრიპის მსგავსი სიმპტომატიკა აღენიშნებოდა. ამ ეტაპზე მათ უტარდებათ ყველა კლინიკური, ლაბორატორიული კვლევა. ასევე უტარდებათ კვლევა კორონავისურზე", - განაცხადა რატიანმა. 


close დახურვა