"ამ მიმართვას ჩვენი ძვირფასი მეგობრისა და კოლეგის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის სახელით ვწერთ", - საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" ექიმები, უკანონო პატიმრობაში მყოფ ქართველ ექიმს სოლიდარობას უცხადებენ. როგორც ირკვევა, გაფრინდაშვილი ბარსელონაში ერთწლიანი სასტიპენდიო პროგრამის გასავლელად იმყოფებოდა, სწორედ მაშინ გაიცნეს იგი კატალონიელებმა. კლუბის ექიმები უფლებამოსილ პირებს ქართველი ექიმის გათავისუფლებას სთხოვენ.