logo
ENG



საფრანგეთი 100 000 უკრაინელი ლტოლვილის მისაღებად ემზადება

22 მარ 202221:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/22/2ee32i5ky7s5vyo.jpg

საფრანგეთმა გამოაქვეყნა ეროვნული გეგმა, რომელიც, სულ მცირე, 100 ათასი უკრაინელი ლტოლვილის მიღებას გულისხმობს. 

"სულ უფრო და უფრო მეტი უკრაინელი ეძებს ლტოლვილის სტატუსს უკრაინაში ან მოდის ჩვენს ტერიტორიაზე". - თქვა საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, ჟან კასტომ

რუსეთის შეჭრის შემდეგ იძულებით გადაადგილებულ პირად ან ლტოლვილად 10 მილიონამდე უკრაინელი იქცა. მათგან 26 ათასი საფრანგეთში ჩავიდა. 

კასტოს თქმით, 10 500 უკრაინელს უკვე მისცეს დროებითი ცხოვრების უფლება. 

საფრანგეთის პრემიერმინისტრის თქმით, ისინი უკრაინელებს დასაქმების ბაზარზე ინტეგრირებაშიც დაეხმარებიან, ასევე, იქნება ფრანგული ენის კურსები. 

"ჩვენი ქვეყნისთვის პატივია უკრაინელი მეგობრების თბილად მიღება". - განაცხადა კასტომ


close დახურვა