logo
ENG



საფრანგეთმა რუსული სატვირთო გემი, სავარაუდოდ, სანქციების დარღვევისთვის დააკავა

26 თებ 202215:47
3 წუთის საკითხავი
 

საფრანგეთის საზღვაო ძალებმა რუსეთში, სანქტ პეტერბურგში მიმავალი სატვირთო გემი დააკავა.

საფრანგეთის ოფიციალური პირების ცნობით, გემი შეაჩერეს, რადგან არის ეჭვი, ის ეკუთვნის კომპანიას, რომელიც ევროკავშირის მიერაა სანქცირებული. საფრანგეთის სასაზღვრო ძალები გადამზიდ გემთან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებენ.

"127-მეტრიანი რუსული სატვირთო გემი სახელად "ბალტიის ლიდერი", რომელსაც მანქანები გადააქვს, ღამით საფრანგეთის საძღვაო ძალებმა დააკავა და გადაიყვანა ჩრდილოეთით, ბულონი სურ-მერის პორტში.

ის საფრანგეთის მთავრობის მოთხოვნის შემდეგ გადაიყვანეს ფრანგულ პორტში, რადგან, სავარაუდოდ, ეკუთვნის კომპანიას, რომელიც ევროკავშირის მიერაა სანქცირებული", - წერია ოფიციალურ განცხადებაში.

რუსული სახელისუფლებო მედია RIA იუწყება, რომ რუსეთის საელჩო საფრანგეთში გემის დაკავებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებას ითხოვს.


close დახურვა